კულინარია
ისპანახისა და ყველის ღვეზელი
№44
ავტორი: ნინო კანდელაკი 12:00 10.11

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 150 გრამი გახეხილი სულგუნი
🔸 300 გრამი იმერული ყველი
🔸 2 შეკვრა ისპანახი
🔸 1 ჭიქა კეფირი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 ჩაის კოვზი საფუარი
🔸 მწიკვი შაქარი
🔸 ფქვილი, რასაც შეიზელს.
მომზადების წესი 👩🍳
ფქვილით, კეფირით, ზეთით, შაქრითა და საფუარით მოზილეთ ფაფუკი ცომი. დაასვენეთ ამოსვლამდე. ისპანახი დაჭერით, შეურიეთ იმერული ყველი. ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ გულსართი და გამოაცხვეთ ღუმელში 250 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. ზემოდან წაუსვით კარაქი, მოაყარეთ გახეხილი სულგუნი და 2 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან