კულინარია

ისპანახის, ტარხუნის და ყველის ღვეზელი ფენოვანი ცომით

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.04, 2023 წელი

ისპანახის და ტარხუნის
ღვეზელი
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ისპანახის, ტარხუნის და ყველის ღვეზელი ფენოვანი ცომით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 შეკვრა ფენოვანი ცომი

🔸1 კილოგრამი იმერული ყველი

🔸 800 გრამი ისპანახი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 2 სუფრის კოვზი არაჟანი

🔸 1 კონა ქინძი, 1 კონა ტარხუნა, 1 კონა ნიახური, ნახევარი კონა პიტნა

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცომი გაყავით 2 ნაწილად და გააბრტყელეთ. გახეხეთ ყველი, მოხარშეთ ისპანახი მარილიან წყალში და გაწურეთ. ერთმანეთში შეურიეთ დაჭრილი ისპანახი, გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანილი, დაჭრილი და ზეთში მოშუშული ხახვი, დანაყილი ნიორი, შავი პილპილი და მარილი. კარაქწასმულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ცომის ერთი ფენა, მასზე გაანაწილეთ ყველისა და ისპანახის მასა, ალაგ-ალაგ მოასხით არაჟანი და ზემოდან დაადეთ ცომის მეორე ნახევარი. გვერდები კარგად ამოუკეცეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30-35 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ, ზემოდან სეზამის მარცვლები მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა