კულინარია

ისპანახის კრემ-სუპი ნანა ნებიერიძისგან

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.11

ნანა ნებიერიძის კერძი
დაკოპირებულია

ნანა ნებიერიძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

ასაკის მატებასთან ერთად, დიდ ყურადღებას ვანიჭებ ჯანსაღ საკვებს, პროდუქტის ხარისხსა და კვების რაციონს. თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სილამაზე, უპირატესობა ჯანსაღ საკვებსა და სწორ კვებას მიანიჭეთ. პირადად მე თავს ვიკავებ ცხიმიანი საკვებისგან და ცომეულისგან. მივირთმევ მსუბუქ საკვებს, ბევრს დავდივარ ფეხით და რაც არ უნდა დაკავებული ვიყო, ყოველდღიური ვარჯიშისთვის დროს აუცილებლად გამოვნახავ. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს მინდა, გავუზიარო მარტივი მოსამზადებელი და მსუბუქი კერძის, ისპანახის კრემ-სუპის რეცეპტი, რომელიც ძალიან სასარგებლო წვნიანია, ნებისმიერ ასაკში.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი ისპანახი

🔸 2 ცალი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 600 მილილიტრი წყალი

🔸 70 გრამი ნაღები

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, და გათალეთ. ხახვი გაფცქვენით. ისპანახი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. კარტოფილი მოათავსეთ წყალში და ადუღეთ, სანამ დარბილდება. ტაფაზე, მცენარეულ ზეთში შეწვით ხახვი. ისპანახი კი ოდნავ მოხარშეთ წყალში, გაწურეთ და დაჭერით. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ნაღები და ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სუფრასთან მიტანისას კრემ-სუპი შეგიძლიათ, გააფორმოთ ისპანახის ფოთლებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა