ისპანახის ბურთულები ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.07

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 750 გრამი ისპანახი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 350 გრამი თეთრი პური
🔸 2 კვერცხი
🔸 125 მილილიტრი რძე
🔸 3 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 100-150 გრამი კარაქი
🔸 ყველი და სანელებლები სურვილისამებრ.
მომზადების წესი 👩🍳
ისპანახი მოწალეთ და წვრილად დაკეპეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში. პურის გულს დაასხით რძე, დაფხვენით, დაუმატეთ კვერცხი ყველი და ერთგვაროვნებამდე ზილეთ. ისპანახი, მოშუშული ხახვი და თქვენი გემოვნებით სანელებლები შეურიეთ პურისა და კვერცხის მასას, დაუმატეთ ფქვილი და გააკეთეთ გუნდები. თუ გუნდები ვერ შეიკრა და ზედმეტად ნაზი მასა გამოვიდა, კიდევ შეურიეთ ფქვილი. ისპანახის ბურთები მოხარშეთ მდუღარე, მარილიან წყალში, დაახლოებით, 15 წუთით. შემდეგ ამოიღეთ თეფშზე, მოასხით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან