კულინარია

ისპანახის ბლინები

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.05, 2023 წელი

ისპანახის ბლინები
დაკოპირებულია

ისპანახის ბლინების რეცეპტი „თბილისელებისგან“.

საჭირო ინგრედიენტები:

ცომისთვის – 130 გრამი ფქვილი, მწიკვი მარილი, 2 კვერცხი, 300 მილილტრი რძე, 2 სადილის კოვზი ზეთი; გულსართისთვის – 400 გრამი ისპანახი, 1 თავი ხახვი, 1 კონა კამა, 1 კონა ქინძი, მარილი, სანელებლები და პილპილი – გემოვნებით;

ამოსავლებად – 2 კვერცხის ცილა, 0,5 ჭიქა სიმინდის ფვილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცომის ყველა ინგრედიენტი ბლენდერით ათქვიფეთ. ცომი ულუფებად დაასხით გახურებულ ტაფაზე და ორივე მხრიდან გამოაცხვეთ. გამოცხობისას ტაფას ცოტა კარაქი წაუსვით.

ისპანახი მოწალეთ, გადაავლეთ ცივი წყალი, გაწურეთ და წვრილად დაკეპეთ. ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. ისპანახი, ხახვი და სანელებლები აურიეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი, მარილი და პილპილი. გულსართი გაახვიეთ ბლინებში. კვერცხის ცილა ცოტა წყალთან ერთად მსუბუქად ათქვიფეთ. ბლინები ჯერ კვერცხის ცილაში ამოავლეთ, შემდეგ სიმინდის ფქვილში და გახურებულ ტაფაზე, ზეთში შეწვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი