იოგურტის ტორტი კენკრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.07, 2022 წელი
გემრიელი ტორტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 150 გრამი ორცხობილა
🔸 60 გრამი კარაქი
🔸 15 გრამი ჟელატინი
🔸 4 სადილის კოვზი წყალი
🔸 400 გრამი იოგურტი
🔸 50 გრამი შაქრის პუდრა, 2 შეკვრა ვანილი, 1 ცალი ლიმონის ცედრა
🔸 200 მილილიტრი 35%-იანი ნაღები
🔸 400 გრამი კენკრა
🔸 2 სადილის კოვზი შაქარი
🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი 👩🍳
ორცხობილა დააქუცმაცეთ კომბაინში. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და აურიეთ ძალიან კარგად. ჩატკეპნეთ ორცხობილას მასა 21 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ტორტის ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში 5-10 წუთის განმავლობაში. ჟელატინს დაასხით ცხელი წყალი და დატოვეთ 15 წუთი. ჟოლო დააბლენდერეთ. დაუმატეთ შაქარი და ლიმონის წვენი. იოგურტი ჩაასხით დიდ თასში და შეურიეთ შაქრის პუდრა, შემდეგ ვანილი და ლიმონის ცედრა. ათქვიფეთ კარგად. გამოიღეთ მაცივრიდან ბისკვიტი და დაალაგეთ მასზე კენკრა. ძალიან კარგად ათქვიფეთ ნაღები. გამდნარი ჟელატინი შეურიეთ იოგურტიან მასას. შემდეგ ნელი მორევით დაუმატეთ ნაღები. მოასხით კრემი ბისკვიტს და მოათავსეთ მაცივარში 4-5 საათით. გამოიღეთ, ფორმა მოაშორეთ და მოასხით კენკრის სოუსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან