კულინარია
იოგურტის ტორტი ატმით
№45
ავტორი: „თბილისელები“ 12:00
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 კვერცხი
🔸 70 გრამი ყავისფერი შაქარი
🔸 45 გრამი მცენარეული ზეთი
🔸 200 გრამი იოგურტი (ატმის არომატით)
🔸 80 გრამი ფქვილი
🔸 200 გრამი დაკონსერვებული ატამი.
მომზადების წესი 👩🍳
გააცალკავეთ კვერცხების ცილა და გული. ცილა და შაქარი ათქვიფეთ ძალიან კარგად, სქელი ღუბელივით. ცალკე ჯამში აურიეთ გულები, ზეთი და იოგურტი. თანდათან შეურიეთ ფქვილი. შემდეგ დაამატეთ ათქვეფილ ცილას.
ტაფაში ჩაასხით თბილი წყალი (60°C), ტორტის ფორმაში ჩაასხით ცომი, ზემოდან დაალაგეთ ატმის ნაჭრები.
ფორმა მოათავსეთ წყლიან ტაფაში და გამოაცხვეთ 165 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





