ინდაურის შემწვარი ფილე ბეკონით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.10, 2023 წელი

ინდაურის გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸500 მილილიტრი რძე
🔸 150 გრამი ნაღები
🔸 70 გრამი ყავისფერი შაქარი, მწიკვი მარილი
🔸 ნახევრი ჩაის კოვზი კორდემონი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი
🔸 2 სადილის კოვზი კაკაო
🔸 2 კვერცხის გული
🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
🔸 150 გრამი შავი შოკოლადი
🔸 15 გრამი კარაქი
🔸 1 შეკვრა ვანილი
🔸 ცოტა იმბირი
🔸 2 სადილის კოვზი სახამებელი.
მომზადების წესი 👩🍳
კვერცხის გული და რძე კარგად აურიეთ ერთმანეთში. ასევე ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, კორდემონი, დარიჩინი, იმბირი და მარილი. ცალკე კი კაკაო და სახამებელი და დაუმატეთ შაქრიან მასას, კარგად აურიეთ და მასში ძალიან ნელა ჩაასხით კვერცხიანი რძე, კარგად გახსენით და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე ნელი მორევით და ადუღეთ 2 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ შოკოლადის ნატეხები და კარაქი, აურიეთ ძალიან კარგად და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე ძალიან მაგრად ათქვიფეთ ნაღები, შეურიეთ ვანილი და ლიმონის ცედრა. შემდეგ ეს ყველაფერი ჩაუმატეთ უკვე გაცივებულ შოკოლადს, კარგად აურიეთ, ჩაასხით ლამაზ ფიალებში, მოათავსეთ მაცივარში 2 საათით და მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან