კულინარია

ინდაურის ფილეს რულეტი ყველის შიგთავსით

№39

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.10, 2023 წელი

ინდაურის ფილეს რულეტი
დაკოპირებულია

ხორცის რულეტის გემრიელი რეცეპტი ,,თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ინდაურის ფილე

🔸 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

🔸 200 გრამი ბრინზა ყველი

🔸 ნახევარი კონა კამა

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 50 გრამი პომიდვრის ჩირი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ინდაურის ფილეს ყველა ნაჭერი კარგად დაბეგვეთ და წაუსვით უცხო სუნელი, წვრილად დაჭერით კამა, ნიორი გაარჩიეთ და წვრილად გახეხეთ, შეურიეთ კამას, დაუმატეთ დაფხვნილი ყველი, აურიეთ ძალიან კარგად, წაუსვით ეს ნაზავი თითოეულ ნაჭერს, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პომიდვრის ჩირი, გადაახვიეთ მჭიდროდ და სათითაოდ შეფუთეთ ფილგაში. შემდეგ მოათავსეთ მჭიდროდ გრილის ბადეში, შეწვით გრილის ნაკვერჩხალზე ან მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე და შეწვით აირღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა