ინდაურის ხორცი ბოსტნეულით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.09, 2023 წელი

ინდაურის გემრიელი კერძი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი ინდაურის ფილე
🔸 1 თავი ხახვი
🔸 8 ცალი პომიდორი ჩერი
🔸 2 ცალი საშუალო ზომის კიტრი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 სადილის კოვზი თეთრი ჩიის მარცვალი
🔸 1 კონა ქინძი
🔸 2 სადილის კოვზი ხმელი სუნელი
🔸 მარილი
🔸 შაქარი
🔸 ძმარი
🔸კორიანდრი
🔸 წითელი წიწაკა.
მომზადების წესი 👩🍳
ინდაურის ფილე დაჭერით მომცრო, მოგრძო. ნაჭრებად. მოასხით სოიის სოუსი და გააჩერეთ 30 წუთი. ხახვი დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად, მოაყარეთ ინდაურის ფილეს და კარგად აურიეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მასში მოშუშეთ ხახვიანი ფილე 10 წუთის განმავლობაში, თან მუდმივად ურიეთ. დაჭერით პომიდორი ჩერი შუა-შუა, კიტრი კი – ჯერ შუაში, შემდეგ კი – კუბიკებად. მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი, გასრესილი ნიორი, ხმელი სუნელი და კარგად აურიეთ. მოაყარეთ მოშუშული ინდაურის ფილე და ისევ აურიეთ. ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ ცოტა მარილი, შაქარი, ძმარი, კორიანდრი, წითელი დაფქული წიწაკა, ზეთი, და მოასხით მომზადებულ კერძს. ბოლოს მოაყარეთ ჩია და აურიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან