კულინარია

ინდაურის კატლეტები მწვანილით

№22

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.06

ინდაურის კატლეტი
დაკოპირებულია

ინგრედიენტები: 

🔸 300 გრამი ინდაურის ფარში

🔸 1 კვერცხი (ქათმის)

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 1 სადილის კოვზი სუნელები (დაფქვილი ნიორი, ქინძი, პაპრიკა, ხახვი, შავი პილპილი)

🔸 ოხრახუში, მარილი – გემოვნებით

🔸 საფანელი,

🔸 ზეთი – შესაწვავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი. ფარშში ჩაამატეთ კვერცხი, მარილი, დაქუცმაცებული ოხრახუში, ნიორი და სუნელები, 1-1,5 სადილის კოვზი საფანელი და კარგად აურიეთ. ფარში გაყავით 6 თანაბარ ნაწილად, ისე, რომ თითოეული დაახლოებით, 65-70 გრამი გამოვიდეს. დაისველეთ ხელები წყალში და მიეცით კატლეტების ფორმა. ამოგანგლეთ საფანელში. შეწვით ზეთში საშუალო ცეცხლზე, თითო მხარე 2–3 წუთი.

მიირთვით ცხელი, სალათასთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა