ჰოთდოგი პომიდვრის სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.06, 2023 წელი

მარტივი და გემრიელი ჰოთდოგის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 ბურგერის პურები 400 გრამი ხორცის ფარში
🔸 ცოტა მარილი
🔸 ხმელი სუნელი, შავი პილპილი
🔸 1 ხახვი, 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸150 გრამი ტომატპასტა
🔸 1 კბილი ნიორი
🔸 4 ცალი მწვანე სალათის ფოთოლი
🔸 6 ფირფიტა მდნარი ყველი, სტაფილო.
მომზადების წესი 👩🍳
ფარში შეგიძლიათ აიღოთ როგორც შერეული, ისე მხოლოდ საქონლის ხორცის. უყავით მარილი, შავი პილპილი, ხმელი სუნელი და აურიეთ კარგად. გააკეთეთ ფარშისგან კაკლის ზომის ბურთულები. ტაფაზე გააცხელეთ 2 სადილის კოვზი ზეთი და შებრაწეთ ყველა მხრიდან თქვენი ბურთულები. გადმოიღეთ თეფშზე. იგივე ტაფაზე დაასხით ზეთი და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ჩაუმატეთ ტომატ-პასტა, გასრესილი ნიორი, ცოტა მარილი, ხმელი სუნელი და აურიეთ ძალიან კარგად. ჩაალაგეთ ამ სოუსში შემწვარი ბურთულები. აურიეთ და ჩაშუშეთ 3 წუთით. მერე ცეცხლს დაუკელით, დაახურეთ ტაფას თავსახური და კიდევ შუშეთ 5 წუთით.
აიღეთ ბურგერის პურები, შუაში სათითაოდ დაადეთ სალათის ფოთოლი, ზემოდან დაადეთ მდნარი ყველის ნაჭერი, ბოლოს ჩააწყვეთ სოუსიანი ბურთულები და მოაყარეთ ცოტა გახეხილი სტაფილო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან