გუფთები სოუსში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.08, 2022 წელი

გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 800 გრამი ძროხისა და ღორის ხორცის შერეული ფარში
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი, შავი პილპილი
🔸 400 გრამი ხახვი
🔸 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸 150 გრამი „პიკული“ კიტრის მწნილი
🔸 400 მილილიტრი რძე, 100 გრამი გახეხილი მაგარი ყველი
🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 ნახევარი კონა წვრილად დაჭრილი კამა.
მომზადების წესი 👩🍳
ფარშს დაუმატეთ 200 გრამი ხორცსაკეპში გატარებული ხახვი, მარილი, პილპილი, მანანის ბურღული და კარგად აურიეთ. მოათავსეთ მაცივარში 1 საათით მაინც.
ფარშისგან გააკეთეთ პატარა გუფთები (კაკლის ზომის). ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შებრაწეთ მასზე გუფთები ყველა მხრიდან. იმავე ტაფაზე მოშუშეთ დარჩენილი 200 გრამი ხახვი. შეურიეთ წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი. ზემოდან დაალაგეთ გუფთები.
თასში ერთმანეთს შეურიეთ გახეხილი ყველი, ფქვილი და რძე. მოასხით ეს სოუსი გუფთებს. დადგით დაბალ ცეცხლზე. სულ ბოლოს კი მოაყარეთ დაჭრილი კამა და მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან