კულინარია

გუფთები ფეტათი და სოკოთი

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.12

გუფთები ფეტათი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 400 გრამი საქონლის/ღორის შერეული ფარში

🔸 300 გრამი ხახვი (100 გრამი – ფარშში, 200 გრამი – სოუსისთვის)

🔸 150 გრამი მოხარშული ბრინჯი

🔸 200 გრამი ნებისმიერი სოკო

🔸 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 600 მილილიტრი რძე

🔸 100 გრამი ფქვილი (2 ჩაის კოვზი – სოუსში, დანარჩენი – გუფთების ამოსავლებლად)

🔸 100 გრამი ყველი ფეტა

🔸 შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფარშს დაუმატეთ დაქუცმაცებული ხახვი, ბრინჯი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. ამ შუალედში ზეთში მოშუშეთ სოკო და ხახვი. ფარში გამოიღეთ მაცივრიდან, მიეცით ბურთულების ფორმა და ამოავლეთ ფქვილში. ცალკე ქვაბში გააცხელეთ ზეთი და სწრაფად შეწვით ორივე მხრიდან. შემდეგ დაუმატეთ სოკო ხახვით.

რძეში ნელა შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ფქვილი და კარგად აურიეთ, რომ ბურთულები არ გაიკეთოს. დაასხით სოუსი გუფთებს და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაუმატეთ კუბებად დაჭრილი ფეტა და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20-30 წუთი, სანამ ფეტა მთლიანად გადნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი