გუფთები ლობიოსა და პომიდვრის სოუსში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00
![გუფთები გუფთები](/files/2025/02/10/12482/guphtebi_w_h.jpeg)
ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ძროხისა და ღორის ხორცის შერეული ფარში
🔸 1 ქილა დაკონსერვებული თეთრი ლობიო პომიდვრის წვენში
🔸 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 ცოტა მარილი, შავი პილპილი
🔸 30 მილილიტრი ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ. ფარშში შეურიეთ მარილი, შავი პილპილი, სოიის სოუსი, აურიეთ ძალიან კარგად, შემდეგ შეურიეთ ხახვი და სტაფილო, ისევ აურიეთ და გააკეთეთ გუფთები. შებრაწეთ ყველა მხრიდან ზეთში, ძლიერ ცეცხლზე. დატოვეთ ტაფა დაბალ ცეცხლზე. გუფთებს ჩამოაცვით ბულგარული წიწაკის თხელი რგოლები, მოასხით ლობიო, დააფარეთ ტაფას თავსახური და 15 წუთის განმავლობაში შუშეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან