გულიაში ღორის ხორცისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.05, 2022 წელი

გემრიელი გულიაშის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 600 გრამი ღორის ხორცი
🔸 150 გრამი ბულგარული წიწაკა
🔸 150 გრამი ხახვი, 150 გრამი სტაფილო
🔸 2 ჩაის კოვზი (10 გრამი) ტკბილი წითელი წიწაკა
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 700 მილილიტრი წყალი
🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 70 გრამი ტომატ-პასტა, ნახევარი კონა კამა, მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი, ბულგარული წიწაკა და კამა დაჭერით ძალიან წვრილად, ხორცი – კუბიკებად. ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი და სტაფილო. დაუმატეთ ხორცი, ტომატ-პასტა და ბულგარული წიწაკა და განაგრძეთ მოშუშვა. მოაყარეთ ერთი სადილის კოვზი ფქვილი, კარგად აურიეთ, დაასხით წყალი და მოხარშეთ. მოაყარეთ კამა, ტკბილი წიწაკა, მარილი და მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან