კულინარია

გრეიპფრუტისა და ქათმის სალათა ნიგვზით ნინო მუმლაძისგან

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ნინო მუმლაძის კერძი
დაკოპირებულია

სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს და მეხალისება. კერძებსაც და დესერტებსაც სწრაფად და მარტივად ვამზადებ. თუმცა, სამსახურისა და ახლა უკვე პატარას გამოც ცოტა მიჭირს, ამისთვის დრო გამოვნახო. არ არსებობს კერძი ან დესერტი, რომელიც ვცადე და არ გამომივიდა. თავადაც მიყვარს გემრიელობების ჭამა, თუმცა წონის კონტროლი წლებია, ჩემი პრობლემაა და ვცდილობ, მადა ვაკონტროლო. მინდა, ჟურნალის მკითხველს შევთავაზო უგემრიელესი და უმარტივესი გრეიპფრუტისა და ქათმის სალათის რეცეპტი, რომელიც ყველას გამოუვა.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸1 ცალი გრეიპფრუტი

🔸 250 გრამი ქათმის ფილე

🔸 1 კონა სალათის ფურცელი

🔸 2 სადილის კოვზი ნიგოზი

🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1-2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, პილპილი და ზეთში შეწვით. შემდეგ კი პატარა ნაჭრებად დაჭერით. გრეიპფრუტი გაფცქვენით და რბილობი დაჭერით. სალათის ფოთლები ხელით დაფლითეთ. ნიორი დანაყეთ, დაუმატეთ მარილი, გატარებული ნიგოზი, პილპილი, ზეთი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ბოლოს, სალათის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და გემრიელად მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა