კულინარია

გრეიპფრუტისა და ქათმის სალათა

№15

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.04

სომელიე
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 გრეიპფრუტი

🔸 250 გრამი ქათმის ფილე

🔸 1 კონა სალათის ფურცლის მიქსი

🔸 15 ცალი ნიგოზი

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ფილე ოდნავ მოხარშეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით ზეთში. შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით. გრეიპფრუტი გაფცქვენით და რბილობი დაჭერით. სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ. ნიორი დანაყეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ზეთი, მოასხით ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ სალათის ყველა ინგრედიენტი, აურიეთ და გადაიტანეთ სასალათეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა