კულინარია

გოგრისა და სტაფილოს კრემ-სუპი (სამარხვო)

№14

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.04, 2025 წელი

გოგრისა და სტაფილოს
კრემსუპი
დაკოპირებულია

გემრიელი კრემ–სუპის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი გოგრის რბილობი

🔸 1 ცალი მომჟავო ვაშლი

🔸 1 ცალი მოზრდილი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 ცოტა როზმარინი

🔸 100 გრამი ვარდისფერი ოსპი

🔸 მარილი, თეთრი პილპილი – გემოვნებით

🔸 ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი და ნიორი დაჭერით ძალიან წვრილად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცოტა წყალი და ჩაშუშეთ. ჩაუმატეთ გასუფავებული და დაჭრილი გოგრის რბილობი, ვაშლი და სტაფილო, კიდევ დაასხით ცოტა წყალი და გააგრძელეთ მოშუშვა. თავდახურულ ქვაბში ჩადეთ როზმარინი, დაუმატეთ ბოსტნეულის ბულიონი, ჩაყარეთ ოსპი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ბულიონი თქვენთვის სასურველი სისქის მიღებამდე და დააბლენდერეთ. ჩაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი. უკვე ღრმა თეფშში რომ გადაანაწილებთ, მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი