კულინარია

გოგრის წვნიანი (სამარხვო)

№33

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.08, 2023 წელი

გოგრის წვნიანი
დაკოპირებულია

გოგრის წვნიანის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი გოგრა

🔸 150 გრამი ქერი

🔸 3 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 ლიტრი ბულიონი

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 2 სადილის კოვზი დაჭრილი ოხრახუში

🔸 მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქერი დაალბეთ ცივ წყალში და გააჩერეთ 4 საათი, შემდეგ გადაწურეთ, დაასხით ორი იმდენი წყალი, რამდენი ქერიცაა და მოხარშეთ, 20 წუთი სრულიად საკმარისია, გადაწურეთ და გადაიტანეთ მოზრდილ თასში. სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, ჩაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და გოგრა, ზემოდან მოაყარეთ ქერი, ჩაასხით ცოტა ზეთი, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და გააჩერეთ თბილ ადგილას კიდევ 10 წუთი. შემდეგ აურიეთ, დაუმატეთ ბულიონი ან წყალი, მარილი, დაჭრილი მწვანილი, კიდევ 5 წუთი იყოს დაბალ ცეცხლზე და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი