გოგრის ფუნთუშები (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.07

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 5 სადილის კოვზი გოგრის პიურე
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸 4 ჭიქა ფქვილი
🔸 4 სადილის კოვზი შაქარი
🔸 სულ ცოტა მარილი
🔸 200 მილილიტრი წყალი
🔸 1 ჩაის კოვზი საფუარი.
მომზადების წესი 👩🍳
გოგრის პიურეს მარტივად მოამზადებთ – რბილობი უნდა მოხარშოთ და დააბლენდეროთ, საფუარს დაასხით 200 მილილიტრი ანადუღარი და თბილი წყალი, გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ შეურიეთ გოგრის პიურეს და აურიეთ ძალიან კარგად. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ზეთი, შაქარი, მწიკვი მარილი და აურიეთ. თანდათან დაამატეთ 2,5 სადილის კოვზი ფქვილი, მოზილეთ და თბილად შეფუთეთ, როცა ამოვა, დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი, ცომი რომ ცოტას „დაისვენებს“, გააკეთეთ მისგან ვარდის ფორმის ფუნთუშები: მომცრო გუნდები გააბრტყელეთ, ერთ მხარეს ჩაჭერით, შემდეგ კი დაახვიეთ. სულ 12 ცალი გამოგივათ. დაალაგეთ ფუნთუშები გამოსაცხობ ტაფაზე, ზედაპირზე წაუსვით ცოტა ზეთი და მოაყარეთ ცოტა შაქარი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან