კულინარია

გოგრის კრემ-სუპი გუფთებით

№43

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.10, 2023 წელი

გოგრის კრემ-სუპი
დაკოპირებულია

გემრიელი კრემ-სუპის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი გოგრა

🔸 130 გრამი მდნარი ყველი

🔸 100 გრამი ხახვი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი

🔸 11 ცალი მჭლე ძროხის ხორცის ფარშის ბურთულა-გუფთა

🔸 ცოტა ოხრახუში და როზმარინი

🔸 ცოტა ჩილი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი სიმინდის ზეთი

🔸 ცოტა ქარი, კურკუმა

🔸 კორიანდრი

🔸 წითელი ცხარე წიწაკა

🔸 იმბირი, მიხაკი, თეთრი პილპილი, კორდემონი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცხელ ტაფაზე, ზეთში მობრაწეთ გუფთები და ცალკე თასში გადაიტანეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი და გასრესილი ნიორი მოშუშეთ. გოგრა გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ ხახვს და ნიორს და შუშეთ 5 წუთის განმავლობაში, ჩაუმატეთ სუნელები, როზმარინი და აურიეთ კარგად.

აადუღეთ 0,7 მილილიტრი წყალი და მოხარშეთ მასში გუფთები, ჩაუმატეთ მოშუშული ბოსტნეული, მარილი, ჩაუმატეთ შვრიის ფანტელი; რომ მოიხარშება, წვნიანი მზად არის. გადმოდგით და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

შეგიძლიათ, დააბლენდეროთ, ისევ შეათბოთ, დაუმატოთ მდნარი ყველი, კარგად მოურიოთ, რომ გადნეს და მზად არის. ცოტა ჩილი არ დაგავიწყდეთ, ძალიან უხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი