კულინარია

გოგრა მაწვნის საწებლითა და ბროწეულით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.11

სომელიე
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 1 პატარა გოგრა

🔸 0,5 ჭიქა არაჟანი

🔸 0,5 ჭიქა მაწონი

🔸2 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 1 ცალი ბროწეული

🔸 მარილი და წიწაკა – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

გოგრა დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოასხით ზეთი და შეწვით ღუმელში, 180-200 გრადუსზე. ბროწეული გაარჩიეთ, ნიორი დაჭყლიტეთ, ოხრახუში კი წვრილად დაკეპეთ. ერთმანეთში აურიეთ მაწონი და არაჟანი, დაუმატეთ ნიორი, ოხრახუში და მწიკვი მარილი. გოგრა რომ შეიწვება, მოასხით მაწვნის საწებელი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა