კულინარია
ღვინოში მოშუშული საქონლის ხორცი
№47
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.11
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 600 გრამი საქონლის რბილი ხორცი
🔸 2 ცალი სტაფილო
🔸 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი
🔸 1 ჭიქა წითელი ღვინო
🔸 1 კონა ოხრახუში, 1 კონა მწვანე ხახვი
🔸 10-12 ცალი ზეთისხილი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად, სტაფილო – რგოლებად და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. დაამატეთ დაჭრილი საქონლის ხორცი და სანახევროდ შეწვით. დაასხით ღვინო, დაამატეთ დაჭრილი ზეთისხილი და დააფარეთ თავსახური. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ხორცი დარბილდება. თუ წვენი დაიშრო, ცოტა წყალი დაასხით. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან