კულინარია

ღვინოში ჩაშუშლი ხორცი ზეთისხილით

№22

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.06

ჩაშუშული ხორცი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸1 ქათამი

🔸 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 500 გრამი პომიდორი

🔸 4 კბილი ნიორი

🔸 3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 4 თავი ხახვი

🔸 ერთი ქილა უკურკო

🔸 მწვანე ზეთისხილი

🔸 130 მილილიტრი თეთრი

🔸 მშრალი ღვინო

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათამი დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაბრაწეთ ზეთში. ნიორი დაკეპეთ, პომიდორს კანი გააცალეთ და დაჭერით. წიწაკას თესლი ამოაცალეთ და დაჭერით რგოლებად, ხახვი – გრძლად. ყველაფერი მოათავსეთ ტაფაში და მოშუშეთ ზეთში, რაშიც ქათამი შეწვით. დაუმატეთ ზეთისხილი და ღვინო. როცა წამოდუღდება, ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრებიც და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ 45 წუთით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული