კულინარია

ღვეზელი სამნაირი ყველითა და ლორით

№8

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.03

ღვეზელი ყველითა და ლორით
დაკოპირებულია

ღვეზელი ყველითა და ლორით👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი საფუვრიანი პიცის ცომი

🔸 150 გრამი ლორი

🔸 100-150 გრამი ყველი მოცარელა

🔸 50 გრამი ბრინზა ყველი

🔸 პარმეზანი

🔸 5 ცალი პომიდვრის ჩირი

🔸 3 ცალი პატარა პომიდორი

🔸 ზეითუნის ზეთი

🔸 ორეგანო, როზმარინი

🔸 1 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცომი – 300 მილილიტრ ცივ წყალს დაუმატეთ 2-3 სადილის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი მარილი, ცოტა შაქარი, 3 ჩაის კოვზი საფუარი და კარგად გახსენით. შეურიეთ 600-650 გრამი ფქვილი, მოზილეთ ცომი და მოათავსეთ მაცივარში 15 წუთით.

ლორი დაჭერით კუბიკებად, ბრინზა ყველი დაფხვენით, მოცარელა და პარმეზანი მსხვილკბილა სახეხზე გახეხეთ, პომიდვრის ჩირი დაჭერით. ერთმანეთში შეურიეთ პომიდვრის ჩირი, ყველი და ლორი. კანგაცლილი პომიდორი დაჭერით და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. ორეგანო და როზმარინი დაფქვით, შეურიეთ ყველიან მასას, დაუმატეთ მოშუშული პომიდორი, მარილი და კარგად აურიეთ. ცომი გააბრტყელეთ, წაუსვით შიგთავსი. ცომი გადაკეცეთ და ნაპირები ლამაზად შემოუკეცეთ. ტომატ-პასტაში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ჩანგლით კარგად აურიეთ და ცომს ზემოდან წაუსვით. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე, 10-15 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა