კულინარია

ღვეზელი მანდარინებით

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.11

გვეზელი მანდარინებით
დაკოპირებულია

მანდარინის დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – შაქარი 70 გრამი, 180 გრამი კარაქი, 1,5 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, 2 კვერცხის გული, 240 გრამი ფქვილი. შიგთავსი – 100 გრამი შაქარი, 3 ცალი ვაშლი, 4 ცალი მანდარინი, 2 შეკვრა ვანილის პუდინგი, 650 მილილიტრი რძე.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცომი კარგად მოზილეთ. შემდეგ შეაზილეთ დაჭრილი კარაქი და გააკეთეთ ორი ბურთი – ერთი ცოტა მოზრდილი უნდა იყოს მეორეზე. ორივე შეახვიეთ ცელოფანში და ცოტა ხნით მოათავსეთ მაცივარში. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. მოზრდილი ცომი პირდაპირ გახეხეთ ტაფაში, შემდეგ ხელით გაანაწილეთ და ცოტა დატკეპნეთ, ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით, მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 12-14 წუთით.

თასში ჩაასხით რძის ნახევარი, შეურიეთ პუდინგი, შაქარი და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი რძეც, დადგით თასი დაბალ ცეცხლზე და მოადუღეთ.

ვაშლი გათალეთ, დაჭერით, მანდარინი დაანაწევრეთ, გამოიღეთ ნამცხვარი და შეავსეთ ფორმა ვაშლითა და მანდარინით, მოასხით ცხელი პუდინგი და დარჩენილი ცომიც მოახეხეთ, გამოაცხვეთ 50 წუთის განმავლობაში, მიირთვით ცივი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა