კულინარია

ღვეზელი ლორითა და ყველით

№14

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.04

პიცა-ტორტი
დაკოპირებულია

გემრიელი ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ფენოვანი საფუვრიანი ცომი

🔸 2 სადილის კოვზი პიცის ტომატის სოუსი

🔸 100 გრამი ლორი

🔸 100 გრამი მჟავე კიტრი

🔸 150 გრამი ნახევრად მაგარი ყველი

🔸 3 სადილის კოვზი მაწონი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფენოვანი საფუვარიანი ცომი ოდნავ გააბრტყელეთ და წაუსვით პიცის ტომატის სოუსი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მზა სოუსი ან თავად მოამზადოთ. ზემოდან დააწყვეთ თხლად დაჭრილი ლორის ნაჭრები, ლორზე კი – თხლად დაჭრილი მჟავე კიტრის ნაჭრები, მოაყარეთ 100 გრამი ყველი. ცომი ფრთხილად დაახვიეთ რულეტად და დაჭერით 1,5 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. მოათავსეთ საცხობ ფორმაში (დიამეტრი – 28 სანტიმეტრი) და გამოაცხვეთ 180°C-მდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

ამასობაში, მაწონს აურიეთ დარჩენილი 50 გრამი გახეხილი ყველი. გამოიღეთ ღვეზელი, ზემოდან გადაანაწილეთ მაწვნისა და ყველის ნაზავი, შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5 წუთით, რათა მაწონი გათბეს და ყველი გადნეს.

ეს გემრიელი და მარტივი ღვეზელი იდეალურია როგორც საუზმეზე, ასევე, წვეულებებზე მისართმევად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა