კულინარია
ღვეზელი ლავაშითა და ლორით
№23
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.06

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 60 გრამი ლორი
🔸 35 გრამი ძეხვი, (გამოყვანილი და უცხიმო)
🔸 1 ცალი ლავაში
🔸 120 გრამი მოცარელა
🔸 4 სადილის კოვზი ნაღები
🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 1 კვერცხი
🔸 მწვანილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ლავაში დააქუცმაცეთ, მოათავსეთ თასში, მოასხით ნაღები, შემდეგ – არაჟანი, ათქვეფილი კვერცხი და აურიეთ ძალიან კარგად. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, გახეხილი მოცარელა და ისევ აურიეთ. ძალიან წვრილად დაჭერით ლორი და ძეხვი, ესეც მოაყარეთ თასში მოთავსებულ მასას. გადაიტანეთ ფორმაში (ზომით 17/22 სანტიმეტრის დიამეტრით) და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15-18 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან