კულინარია

ღვეზელი კვერცხითა და ბეკონით

№25

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.06

ღვეზელი კვერცხითა და
ბეკონით
დაკოპირებულია

ბეკონის გემრიელი ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი — 250 გრამი ფქვილი, 1 სადილის კოვზი კარაქი, 7 გრამი საფუარი, 150 მილილიტრი წყალი, 1 სადილის კოვზი შაქარი, მარილი – გემოვნებით.

შიგთავსი: 1 კონა მწვანე ხახვი, 5 კვერცხი, 150 გრამი ბეკონი, მარილი და პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

გაცრილი ფქვილი ჩაყარეთ თასში, დაუმატეთ შაქარი, მარილი აურიეთ და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაყარეთ მასში დარბილებული და კუბებად დაჭრილი კარაქი, შემდეგ მოაყარეთ საფუარი და დაასხით წყალი. აზილეთ ხელით კარგად და მოზილეთ ჩვილი ცომი. იქამდე უნდა ზილოთ, რომ ხელებზე არ გეკრობოდეთ. გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და გააჩერეთ თბილ ადგილას 30 წუთი.

შიგთავსისთვის მოხარშეთ კვერცხი და გახეხეთ. გახეხეთ ბეკონიც და აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სულ ცოტა მარილი და პილპილი.

ცომი გაყავით თანაბარ გუნდებად, გააბრტყელეთ ლამბაქის ზომაზე და ნაპირები ამოუმაღლეთ. გადააფარეთ პირსახოცი და თბილად გააჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ამოავსეთ შიგთავსით და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა