კულინარია

ღვეზელი ყველითა და მწყრის კვერცხებით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.11, 2021 წელი

ღვეზელი
დაკოპირებულია

გემრიელი ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 70 გრამი კარაქი, 1 კვერცხი (ქათმის), 350 გრამი ფქვილი, 80 გრამი არაჟანი, ნახევარი ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, სურნელოვანი პილპილი, 1 კვერცხის გული.

შიგთავსი: 120 გრამი ისპანახი, 250 გრამი მაგარი ყველი, 250 გრამი რბილი, მდნარი ყველი და 15 ცალი მწყრის კვერცხი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოამზადეთ ცომი – ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი. შეურიეთ კვერცხი, არაჟანი, მარილი, პილპილი და ათქვიფეთ ძალიან კარგად. გაცრილ ფქვილში შეურიეთ ცომის გამაფხვიერებელი. დაუმატეთ კარაქიან მასას, ჩაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ ცელოფანში და 30 წუთით მოათავსეთ მაცივარში.

ისპანახს მოაშორეთ უხეში ძირები და მსხვილად დაჭერით. ჩაუშვით მდუღარე მარილწყალში. ორი-სამი წუთის შემდეგ კი საწურზე გადაიტანეთ.

მაგარი ყველი გახეხეთ. დაუმატეთ რბილი ყველი, ისპანახი და ხელით აურიეთ. მწყრის კვერცხები მოხარშეთ და გაფცქვენით.

მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა. ფსკერზე და კედლებზე წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ცომი გაყავით ორ ნაწილად ისე, რომ ერთი უფრო დიდი იყოს. გააბრტყელეთ. მოათავსეთ ფორმაში. ისე, რომ ცომის ნაპირები კედლებზე გადმოვიდეს. ფსკერი ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ. დაალაგეთ მწყრის კვერცხები და მოაყარეთ ყველიან-ისპანახიანი მასა. ზემოდან გადააფარეთ მეორე ცომი. ზედაპირი ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ, ეცადეთ, ლამაზი ნახაზი გამოვიდეს და წაუსვით კვერცხის გული. გამოაცხვეთ 180 გრადუსსზე. 40-50 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი