კულინარია

ღვეზელი ყველითა და ლორით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.11

ღვეზელი ლორით
დაკოპირებულია

გემრიელი ლორის ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ფენოვანი ცომი

🔸 6 ნაჭერი თხლად დაჭრილი ლორი

🔸 75 გრამი მაგარი ყველი (ნაკლებად მარილიანი)

🔸 250 მილილიტრი რძე

🔸 20 გრამი კარაქი

🔸 30 გრამი ფქვილი

🔸 მარილი, შავი პილპილი

🔸 ცოტა მუსკატის კაკალი

🔸 1 კვერცხის გული.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოამზადეთ სოუსი „ბეშამელი“ – ცეცხლზე დადგით სქელძირა ქვაბი, გაადნეთ მასზე კარაქი, ჩაუმატეთ ფქვილი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ რძე, თან მუდმივად ურიეთ, სანამ სოუსი არ შესქელდება (კრემივით უნდა იყოს). მოაყარეთ ცოტა მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და აურიეთ. ყველი გახეხეთ, შეურიეთ ცხელ სოუსს, შემდეგ გააცივეთ. გააცხელეთ აირღუმელი 190 გრადუსზე. ცომი გაალღვეთ და გააბრტყელეთ მართკუთხედად 4 მილიმეტრის სისქეზე. ჩააფინეთ ცომი მაღალკედლებიან ფორმაში. წაუსვით ბეშამელის სოუსი, დაალაგეთ ლორის ნაჭრები, ზემოდან წაუსვით ისევ ბეშამელი და დააფარეთ თხელი ცომის ფენა. ცომს ნაპირები კარგად შემოუკეცეთ, ზემოდან ლამაზად დახაზეთ და წაუსვით კვერცხის გული, მერე კი გამოაცხვეთ. 40 წუთი საკმარისი იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა