კულინარია

ღვეზელი ყველით

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.07

ღვეზელი ყველით
დაკოპირებულია

გემრიელი ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 20 გრამი საფუარი

🔸 250 მილილიტრი წყალი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი

🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 500 გრამი ფქვილი

🔸 150 გრამი მაგარი ყველი

🔸 2 კვერცხი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 500 გრამი პომიდორი

🔸 300 გრამი ქათმის ფილე

🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ჩაის კოვზი ქუნჯუთი

🔸 შავი პილპილი, მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

საფუარი გაადნეთ თბილ წყალში, შეურიეთ შაქარი და ცოტა ფქვილი, აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ზეთი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ მინის თასში, დააფარეთ თბილად და მოათავსეთ თბილ ადგილას. შემდეგ გადაზილეთ და კიდევ გააჩერეთ.

ქათმის ფილე დაჭერით ჩხირებად, ხახვი – ნახევარრგოლებად. წვრილ ჩხირებად დაჭერით ბულგარული წიწაკა, პომიდორს გადააცალეთ კანი და დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოშუშეთ ხახვი, მოაყარეთ ფილე და შუშეთ ერთად 3 წუთი. დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, ისევ აურიეთ და 3 წუთი შუშეთ. ჩაუმატეთ პომიდორი, აურიეთ და ცოტა რომ შესქელდება, დაუმატეთ სოიის სოუსი, მარილი, პილპილი, სულ ცოტა შაქარი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. ყველი გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ, ცომი გაყავით ორ ნაწილად, ისე, რომ ერთი ნაწილი ცოტა უფრო მეტი იყოს მეორეზე, ცომის პატარა გუნდა გააბრტყელეთ, მიეცით გრძელი მართკუთხედის ფორმა, მოთავსეთ 24 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში. მასზე დაყარეთ კვერცხიანი ყველი და გადაახვიეთ. მეორე ცომი გააბრტყელეთ წრის ფორმით. საცხობ ტაფას წაუსვით ცოტა ცხიმი, ჩადეთ მასში ცომი, ზემოდან დაადეთ მრგვალი ცომი, წრის შიგნით ამოავსეთ შიგთავსით. შემდეგ ცომს წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ ქუნჯუთი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული