კულინარია

ღვეზელი კომბოსტოთი და სოსისებით

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.07

ღვეზელი კომბოსტოთი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ჭიქა (200 გრამი) თეთრი ფქვილი

🔸 1 ჭიქა რუხი ფქვილი

🔸 1, 5 ჭიქა რძე

🔸 2 სადილის კოვზი შაქარი

🔸 1 ჩაის კოვზი საფუარი

🔸 ცოტა მარილი, 4 სადილის კოვზი ზეთი.

შიგთავსი: 2-3 ცალი სოსისი, 200 გრამი კომბოსტო, 1 თავი ხახვი, 1,5 პომიდვრის სოუსი, 2 კვერცხი, 1 კონა კამა, დაფნის ფოთოლი, ცოტა ხმელი სუნელი, მარილი, შავი პილპილი, მწიკვი შაქარი, ქუნჯუთი, 1 სადილის კოვზი არაჟანი, 2 სადილის კოვზი საფანელი, 1 სადილის კოვზი ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოსისი დაჭერით, შეწვით წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და აურიეთ რამდენჯერმე. დაუმატეთ პომიდვრის სოუსი, უყავით ცოტა სუნელი, შაქარი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, აურიეთ და კიდევ შუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. წყალი არ დაუმატოთ.

კვერცხი მოხარშეთ, კამა წვრილად დაჭერით, დაუმატეთ კომბოსტოიან მასას და აურიეთ.

იყიდეთ საფუვრიანი ცომი ან თავად მოამზადეთ შემდეგნაირად: თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის რძე, მარილი, შაქარი და საფუარი, შემდეგ ზეთი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ თბილ ადგილას ნახევარი საათი.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ საფანელი, ჩაასხით ცომის ნახევარი. მის ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ შიგთავსი, ზემოდან დაასხით ცომის მეორე ნახევარი. ზედაპირი მოასწორეთ სველი კოვზით, წაუსვით არაჟანი, მოაყარეთ ქუნჯუთი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. 50 წუთი საკმარისი იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა