კულინარია

ღვეზელი ხორცითა და ყველით

№22

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.06

ღვეზელი ხორცითა და ყველით
დაკოპირებულია

გემრიელი ხორცის ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸2 ჩაის ჭიქა ფქვილი

🔸1 ჩაის კოვზი საფუარი

🔸 1 ჩაის ჭიქა რძე

🔸 1 ჩაის კოვზი შაქარი

🔸 1 კვერცხი

🔸3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 400 გრამი შერეული ან ძროხის ხორცის ფარში

🔸 ცოტა როზმარინი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 400 გრამი ცოცხალი ან დაკონსერვებული პომიდორი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸125 გრამი ყველი მოცარელა

🔸 ცოტა მაგარი ყველი 1 თავი ხახვი

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

რძე ოდნავ შეათბეთ, გაადნეთ მასში საფუარი და შაქარი, გააჩერეთ 15-20 წუთი. ფქვილი გაცერით, შეურიეთ მარილი და ჩაყარეთ რძეში. დაუმატეთ ზეთი და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ თბილად და გააჩერეთ 1 საათი თბილ ადგილას, ხახვი და ნიორი დააქუცმაცეთ და მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ფარში, შუშეთ კიდევ 10 წუთი. დაუმატეთ კანგადაცლილი და დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ მარილი, აურიეთ ძალიან კარგად და შუშეთ, სანამ სითხე არ ამოშრება. მოცარელა გაჭერით შუაში, ოხრახუში დაჭერით. ცომი გაყავით ორად. ერთი გუნდა გააბრტყელეთ, ისე, რომ წრე მიიღოთ. გავაყით შუაში, ერთ მხარეს მოათავსეთ ფარშის ნახევარი, ზედაპირი მოუსწორეთ, დაალაგეთ მოცარელას ნაჭრები, მოაყარეთ ოხრახუში და როზმარინი, გადააფარეთ მეორე ნახევარი, ნაპირები მჭიდროდ შეკარით და ჩანგლის პირით გაალამაზეთ. ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული. მეორე ცომის გუნდიდანაც ასეთივე ღვეზელი გააკეთეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. ცხელსვე წაუსვით ტომატ-პასტა და მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული