ღვეზელი ხორცით, სოკოთი და კონიაკით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.09, 2022 წელი
„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ღვეზელი ხორცით, სოკოთი და კონიაკით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი პურის ფქვილი
🔸 360 გრამი კარაქი
🔸 4 კვერცხი
🔸 240 მილილიტრი კეფირი
🔸 ცოტა მარილი და მუსკატის კაკალი
🔸 600 გრამი ქათმის ფილე
🔸 50 გრამი თეთრი სოკო
🔸 480 მილილიტრი ქათმის ბულიონი
🔸 240 მილილიტრი ნაღები
🔸 100 მილილიტრი კონიაკი.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ ქათმის ფილე. დაასხით ცივი წყალი სოკოს. ფქვილი, კვერცხი და კეფირი მოზილეთ და 10 წუთით გააჩერეთ მაცივარში. კარაქში აურიეთ 2 სადილის ფქვილი. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ ისე, რომ ოთხკუთხედის ფორმა მიიღოს. გადმოიტანეთ კარაქი ცომზე და კუთხეები შეაერთეთ ცენტრში, ისე, რომ კარაქი დაიფაროს. გააბრტყელეთ შიგთავსიანი ცომი ისევ მართკუთხედად და მოპირდაპირე კუთხეები ცენტრში შეაერთეთ, ისევ გააბრტყელეთ, გადაახვიეთ და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.
მოხარშეთ სოკო იმავე წყალში, რომელშიც ჩაალბეთ. შემდეგ კი მოხარშული ქათამი და სოკო მომცრო ნაჭრებად დაჭერით. კარაქში მოხალეთ 1 სადილის კოვზი ფქვილი, დაამატეთ ქათმის ბულიონი, ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში და გამუდმებით ურიეთ. მოასხით ნაღები, დაამატეთ 2 კვერცხის გული და ათქვიფეთ. შეურიეთ სოუსი დაჭრილ სოკოსა და ფილეს. ფარშში ჩაამატეთ კონიაკი, მარილი და ცოტა მუსკატის კაკალი. გაყავით ცომი შუაზე და გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმის ფირფიტებად. საცხობ ლანგარს წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ მასზე გაბრტყელებული ცომი, გაშალეთ მასზე ფილესა და სოკოს გულსართი, ზემოდან გადააფარეთ ცომის მეორე ფენა და ნაპირები შეაწებეთ. ათქვიფეთ 1 კვერცხის გული და წაუსვით ცომის ზედაპირს. ღვეზელი ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგათ 240°-მდე გაცხელებულ ღუმელში. 20-25 წუთში ღვეზელი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან