კულინარია

ღვეზელი კენკრით

№32

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.08

ღვეზელი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი ფქვილი

🔸 170 გრამი შაქარი

🔸 120 მილილიტრი წყალი

🔸 55 მილილიტრი ზეთი

🔸 1 ჩაის კოვზი ვანილი

🔸 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით

🔸 300 გრამი ჟოლო და ერთი მუჭა მოცვი

🔸 შაქრის პუდრა, მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში მოათავსეთ ფქვილი, წყალი, ზეთი, ვანილი, ცომის გამაფხვიერებელი, შაქარი (მთლიანი რაოდენობის მხოლოდ მესამედი), სოდა ძმრით, მარილი და მიქსერით მოამზადეთ ცომი. სილიკონის ფორმას წაუსვით ცოტა ზეთი, ჩაასხით ცომის ნახევარი, სველი ხელით კარგად გაასწორეთ, მოაყარეთ ჟოლო და მოცვი, ზემოდან კი – დარჩენილი შაქარი. მოასხით დანარჩენი ცომი და ზედაპირი მოუსწორეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და ცოტა რომ გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა