კულინარია

ღვეზელი ქათმითა და სოკოთი

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.09

ღვეზელი ქათმით
დაკოპირებულია

გემრიელი ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 400 გრამი მაღალი ხარისხის ფქვილი, 100 გრამი კარაქი, 1 კვერცხი, 1 შეკვრა ცომის გამაფხვიერებელი, მარილი, 200 მილილიტრი კეფირი, 150 გრამი ქათმის ფილე, 3 ცალი მოზრდილი ქამა სოკო, 2 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი, 1 სადილის კოვზი სახამებელი, 1 კვერცხი, ცოტა ქუნჯუთი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში ჩაასხით კეფირი, ჩაუმატეთ მარილი, გამაფხვიერებელი და აურიეთ ძალიან კარგად. ნელ-ნელა შეურიეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 100 გრამი გამდნარი და გაგრილებული კარაქი და აურიეთ. დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და გააჩერეთ ნახევარი საათი.

ტაფაზე გაადნეთ კარაქი. გააცხელეთ ტაფა და მასზე კარგად შეწითლებამდე მობრაწეთ მომცრო კუბიკაბად დაჭრილი ქათმის ფილე. დაუმატეთ ფირფიტებად დაჭრილი ქამა სოკო, მოაყარეთ ცოტა მარილი და შავი პილპილი, 2 სადილის კოვზი სახამებელი და აურიეთ ძალიან კარგად.

ცომი გააბრტყელეთ მართკუთხა ფორმით, 2 მილიმეტრ სისქეზე, ბასრი დანით დაჭერით 11/14 სანტიმეტრის მართკუთხედებად. შიგთავსი გადაანაწილეთ ცომის ნაჭრებზე და გააკეთეთ ღვეზელები. მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ კუნჟუთი, გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა