კულინარია

ღვეზელი ისპანახითა და თინუსით

№8

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.02

ღვეზელი ისპანახით
დაკოპირებულია

თინუსის გემრიელი ღვეზელის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 200 მილილიტრი რძე, 100 მილილიტრი ზეთი, 1 კვერცხი, ცოტა შაქარი, ცოტა მარილი, 400 გრამი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი საფუარი.

შიგთავსი – 1 ქილა თინუსი, 60 გრამი ისპანახი, 20 გრამი ნიგოზი, 50 გრამი მაგარი ყველი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცომის ინგრედიენტებით მოზილეთ რბილი ცომი და გააჩერეთ თბილ ადგილას 40 წუთის განმავლობაში. ისპანახი დააქუცმაცეთ ბლენდერში, თინუსი ამოიღეთ ქილიდან, სითხე გადაუწურეთ და მოათავსეთ ცალკე თასში. ისპანახს შეურიეთ დაქუცმაცებული ნიგოზი, თინუსი და გახეხილი ყველი. მოასხით 2 სადილის კოვზი თინუსის ქილიდან გადაწურული წვენი, ისევ დააბლენდერეთ და შიგთავსი მზად არის.

ცომი გადაზილეთ, გაყავით 3 ნაწილად და გააბრტყელეთ, უნდა იყოს, დაახლოებით, 36 სანტიმეტრის დიამეტრის მრგვალი წრეები. წაუსვით შიგთავსის ნახევარი, დააფარეთ მეორე ცომი და ნაპირები კარგად შემოუკეცეთ, ისევ წაუსვით შიგთავსი და დააფარეთ მესამე ცომი. ნაპირები ისევ კარგად შეკარით. შემდეგ ბასრი დანით წრიულად დაჭერით, ისე, რომ 16 ნაჭერი გამოვიდეს. სათითაოდ გადაგრიხეთ, მოკეცეთ და მიამაგრეთ შუაგულს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული