ღვეზელი ბოსტნეულითა და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 22.07
გემრიელი ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი უსაფუარო
🔸 ფენოვანი ცომი
🔸 4 სადილის კოვზი მაიონეზი
🔸 300 გრამი მაღალი ხარისხის ძეხვი
🔸 300 გრამი ყველი
🔸1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸3 ცალი პომიდორი
🔸 1 ჩაის კოვზი ქონდარი
🔸 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
🔸 2 ცალი მჟავე კიტრი
🔸 1 კონა მწვანე ხახვი
🔸 ლიმონის წვენი.
მომზადების წესი 👩🍳
მჟავე კიტრი, ძეხვი, პომიდორი, წიწაკა და მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით, ცომი გააბრტყელეთ, მისი მეოთხედიდან ამოჭერით ფორმის ზომის წრე, ჩადეთ ფორმაში, წაუსვით 1 სადილის კოვზ მაიონეზში შერეული ლიმონის წვენი და მოაყარეთ ცოტა გახეხილი ყველი. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ სიგრძეზე, წაუსვით სამ სადილის კოვზ მაიონეზში შერეული ლიმონის წვენი, მოაყარეთ გახეხილი ყველი ბლომად (ცოტა გახეხილი ყველი დაიტოვეთ მოსაყრელად), მერე – დაჭრილი ინგრედიენტები. ზემოდან, მთელ ზედაპირზე დაალაგეთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ნიორი და ქონდარი. გადაახვიეთ ცომი რულეტივით და დაჭერით ცოტა ფართო ნაჭრებად. დაალაგეთ რულეტები გამოსაცხობ ტაფაზე ჩაფენილ ყველმოყრილ ცომზე ისე, რომ ზემოდან მოჩანდეს მასში გახვეული შიგთავსი. მორთეთ პომიდვრის ნაჭრებით და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან