ღვეზელები ფილეთი და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.07

საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 200 მილილიტრი რძე, 100 მილილიტრი ზეთი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 1/4 ჩაის კოვზი მარილი, 1 კვერცხის ცილა, 400 გრამი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი საფუარი.
შიგთავსი: 350 გრამი ქათმის ან ინდაურის ფილე, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 2 სადილის კოვზი ზეთი, 30-40 გრამი ნახევრად მაგარი ყველი, ნახევარი კონა კამა, ცოტა მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
თასში ჩაასხით თბილი რძე, შეურიეთ ზეთი, შაქარი, მარილი, კვერცხის ცილა, გაცრილი ფქვილი და საფუარი. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ თბილ ადგილას 30-40 წუთი.
ცალკე მოამზადეთ შიგთავსი – ფილე დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში. ხახვი და სტაფილო გახეხეთ, მოშუშეთ ზეთში და შეურიეთ დაბლენდერებულ ფილეს. დაუმატეთ გახეხილი ყველი, ბოლოს – წვრილად დაჭრილი კამა, მარილი.
ცომი დაყავით 8 თანაბარ ნაწილად, გააბრტყელეთ ხელით, ჩადეთ სათითაოდ თითო კოვზი შიგთავსი, შეკარით, ხელით დატკეპნეთ, გაუკეთეთ საათის ისრებივით ჩანაჭრები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში, გრადუსზე, 15-20 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან