კულინარია

ღვეზელები ხორცის შიგთავსითა და სოუსით

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.05

ხორცის ღვეზელი
დაკოპირებულია

ინგრედიენტები:

🔸 800 გრამი საფუვრიანი ცომი

🔸 600 გრამი ხორცის ფარში

🔸 2 თავი ხახვი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 100 გრამი არაჟანი

🔸 მარილი და შებოლილი წიწაკა – გემოვნებით

🔸 მწვანილი, ნიორი

🔸 50 გრამი ზეთი.

მომზადება 👩‍🍳

მოზილეთ საფუვრიანი ცომი: რძე, ცოტა ზეთი, მარილი, საფუარი და ფქვილი – რამდენიც დასჭირდება, რომ მივიღოთ რბილი ელასტიკური ცომი.

ფარში მზადდება უცხიმო საქონლის ხორცით, ხახვით, ნივრით, მარილითა და პილპილით, ცოტა წყალი ან ბულიონი შეგიძლიათ, დაუმატოთ, რომ ფარში უფრო წვნიანი იყოს.

როცა ცომი ოდნავ ამოდის, ვიწყებთ პატარა ჩაღრმავებული ბურთულების ფორმირებას შემდეგ თითოეული გავაბრტყელოთ, შიგნით ჩავდოთ ფარში, შევკრათ ზემოდან და ვაქციოთ ბურთულებად, ისე, რომ შეკრული მხარე ქვემოთ მოხვდეს.

ცოტა ხნით მოვათავსოთ ცხელ აირღუმელში, ამასობაში ტაფაზე, ცოტა ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ დაჭრილი სტაფილო და მოვშუშოთ, სანამ სტაფილო არ დარბილდება. დავამატოთ დარჩენილი ფარში, მოვშუშოთ ბოსტნეულთან ერთად, დაახლოებით, 5 წუთი. ჩავუმატოთ 2 ჭიქა წყალი ან ბულიონი, დავამატოთ მარილი, პილპილი და სხვა სანელებლები. ამ ცხელ სოუსში ჩაალაგეთ ხორციანი ბურთულები, ისევ შეაბრუნეთ აირღუმელში და 15 წუთის შემდეგ მზად იქნება.

დასრულება და მორთვა: როცა მზად იქნება, სოუსში ჩავამატოთ არაჟანი და ცოტაოდენი ნიორი, გადავურიოთ და მოვიცადოთ 5-10 წუთი, ზემოდან მოვაფრქვიოთ მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა