კულინარია

ღვეზელები ხაჭოთი და ყველით ნატუკა გულისაშვილისგან

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.11

ნატუკა გულისაშვილის
კერძი
დაკოპირებულია

ნატუკა გულისაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

ვინც მიცნობს, კარგად იცის, რას ნიშნავს ჩემთვის სამზარეულოში ფუსფუსი და რამხელა სიამოვნებაა ეს ჩემთვის. მიყვარს ექსპერიმენტები კულინარიაში და ჩემი ვარიაციებით გემრიელი კერძების, ცომეულისა თუ დესერტების მომზადება. თავადაც მიყვარს ჭამა და რასაკვირველია, გურმანობა ჩემს წონაზეც აისახება. თუმცა, ვცდილობ, ღამით კვებას მოვერიდო. მინდა შემოგთავაზოთ უგემრიელესი, უფაფუკესი და უსწრაფესად მოსამზადებელი ხაჭოსა და ყველის ღვეზელების რეცეპტი, რომელიც დამერწმუნეთ, ყველას გამოგივათ.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი ყველი

🔸1/3 ჩაის კოვზი მარილი

🔸 300 გრამი ხაჭო

ცომისთვის – 300 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 7 გრამი მშრალი საფუარი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 150 მილილიტრი წყალი, 2 კვერცხის გული – მოსასმელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

თბილ წყალს დაუმატეთ არაჟანი და გათქვიფეთ. დაუმატეთ მარილი, შაქარი, ზეთი, საფუარი, ბოლოს – ფქვილი და მოზილეთ. ცომს გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას ნახევარი საათით. სანამ ცომი ამოვა, ხაჭო ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. დაუმატეთ მარილი და კარგად ამოურიეთ. ყველი გახეხეთ. ცომი გადაზილეთ და პატარა ნაწილებად დაყავით. დააგუნდავეთ და 5-10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გააბრტყელეთ, შუაში ხაჭო გადაანაწილეთ, ცენტრში გახეხილი ყველი მოათავსეთ (ცოტა ყველი გადაინახეთ). მოუკარით პირი, გააბრტყელეთ, გადაუსვით კვერცხის გული და ზემოდან დარჩენილი ყველი მოაყარეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა