ღვეზელები ბრინჯითა და მჟავე კიტრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.09

საჭირო ინგრედიენტები:
ცომისთვის – 400 გრამი ფქვილი, 320 მილილიტრი წყალი, 5 გრამი საფუარი, 1 სადილის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. შიგთავსისთვის – 400 გრამი მჟავე კიტრი, 70 გრამი ბრინჯი, 1 თავი ხახვი, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ფქვილს დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი, წყალიც და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ერთი საათით.
ბრინჯი მოხარშეთ და გადაწურეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, მჟავე კიტრი გახეხეთ. ცხელ ტაფაზე ზეთში მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ კიტრის მწნილი და განაგრძეთ მოშუშვა. ბოლოს, დაუმატეთ ბრინჯი და დაახლოებით 3 წუთში შიგთავსი მზად იქნება.
ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად, ხელით გააბრტყელეთ, შუაში მოათავსეთ შიგთავსი და შეკარით. გამოაცხვეთ ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან