ღორის შნიცელი მდოგვის საწებლით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.09
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 8 თხელი ნაჭერი ღორის ხორცის რბილობი
🔸 0,5 ჭიქა საფანელი
🔸 2 კვერცხი
🔸 მარილი და პილპილი - გემოვნებით
🔸 ზეთი.
საწებლისთვის: 1 სადილის კოვვზი კარაქი, 1 სადილის კოვზი ფქვილი, 250 მილილიტრი რძე, 1 სადილის კოვვზი დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი, მარილი და პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცის ნაჭრები კარგად დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ამოავლეთ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ კი – საფანელში. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ საშუალო ტემპერატურაზე ორივე მხრიდან.
მოამზადეთ საწებელი: ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და კარგად ამოურიეთ. დაასხით რძე და კარგად გახსენით ფქვილისა და კარაქის მასაში. როცა სოუსი წამოდუღდება, დაუმატეთ მარილი, პილპილი და დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი. მიირთვით შნიცელი საწებლის თანხლებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან