კულინარია

ღორის ნეკნები თაფლისა და სოიის სოუსში ვახო ბიჭიკაშვილისგან

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.09

ვახო ბიჭიკაშვილის კერძი
დაკოპირებულია

ვახო ბიჭიკაშვილის კერძი "თბილისელებისგან"👇

გურმანიც ვარ და მზადებაც კარგად გამომდის. მიყვარს მრავალფეროვანი, გემრიელი და ვიზუალურად ლამაზი კერძების დაგემოვნება. როცა დრო მაქვს, ხშირად ვამზადებ, ძირითადად, ხორცეულს. ვცდილობ, სხვადასხვა გემოები ჩემი ინტერპრეტაციით შევუხამო ერთმანეთს და კერძს პიკანტური და საინტერესო გემო მივცე. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს მინდა, შევთავაზო მარტივად მოსამზადებელი ღორის ნეკნების რეცეპტი, თაფლისა და სოიის სოუსით, რომელსაც არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება, არც დიდი კულინარიული ნიჭი და იმავდროულად, პიკანტური გემო აქვს.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 800 გრამი ღორის ნეკნები

🔸 100 მილილიტრი სოიის სოუსი

🔸 2 სადილის კოვზი თაფლი

🔸 2 კბილი ნიორი, 1 პატარა თავი ხახვი

🔸 1 ცალი წიწაკა ჩილი

🔸 მარილი

🔸 1 ჩაის კოვზი სანელებელები.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭრილი ხახვი, ნიორი, ჩილი, მარილი და სოიის სოუსი შეურიეთ თაფლს და სანელებლებს. მიღებული მასა მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ ერთი წუთით და დააბლენდერეთ. ნეკნები დაამარინადეთ სოუსში და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან, დაახლოებით, 20-25 წუთის განმავლობაში, გადაატრიალეთ ყოველ 5 წუთში. ბოლოს, შემწვარ ნეკნებს წაუსვით დარჩენილი სოუსი და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა