კულინარია
ღორის ნეკნები თაფლისა და სოიის სოუსში
№38
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.09, 2023 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 800 გრამი ღორის ნეკნები
🔸 100 მილილიტრი სოიის სოუსი
🔸 1 სადილის კოვზი თაფლი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 ნახევარი თავი ხახვი
🔸 ნახევარი წიწაკა ჩილი
🔸 1 ჩაის კოვზი სუნელები – თქვენი გემოვნებით, მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
მოათავსეთ ქვაბში დაჭრილი ხახვი, ნიორი, ჩილი, დაუმატეთ სოიის სოუსი, თაფლი, სუნელები და კარგად აურიეთ. მიღებული მასა მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ ერთი წუთით და დააბლენდერეთ, უყავით მარილი. ნეკნები დაამარინადეთ სოუსში და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან, დაახლოებით, 20-25 წუთის განმავლობაში, გადაატრიალეთ ყოველ 5 წუთში. ბოლოს კი მზა ნეკნებს დარჩენილი სოუსი მოასხით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან