კულინარია
ღორის ნეკნები თაფლისა და მდოგვის სოუსში
№42
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.10, 2024 წელი
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი ღორის ნეკნები
🔸 0,5 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი
🔸 1,5 ჩაის კოვზი მარილი
🔸 4 ღერი როზმარინი
🔸 1 სადილის კოვზი მდოგვი
🔸 2 სადილის კოვზი თაფლი
🔸 2 კბილი ნიორი.
მომზადების წესი 👩🍳
გარეცხილ და შემშრალებულ ნეკნებს ყველა მხრიდან კარგად წაუსვით მარილი და დაფქული შავი პილპილი. ერთმანეთს შეურიეთ თხევადი თაფლი, მდოგვი, წვრილად დაჭრილი ნიორი და სილიკონის ფუნჯით გადაუსვით ნეკნებს. მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, დააფარეთ ფოლგა და ღუმელში შედეთ 40 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. ფრთხილად ამოიღეთ ფოლგა და გააგრძელეთ მზადება, კიდევ 20 წუთის განმავლობაში. ნეკნები დადეთ თეფშზე და ზემოდან დაალაგეთ როზმარინის ფოთლები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან