კულინარია

ღორის ნეკნები თაფლისა და მდოგვის სოუსით

№21

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.06

ღორის ნეკნები სოუსით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸1 კილოგრამი ღორის ნეკნები

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი

🔸 2 ღერი როზმარინი

🔸 1 ცალი ლიმონი

🔸 1 სადილის კოვზი მდოგვი

🔸 2 სადილის კოვზი თაფლი

🔸3 კბილი ნიორი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნეკნებს ყველა მხრიდან კარგად წაუსვით მარილი და დაფქული შავი პილპილი. შეურიეთ თხევადი თაფლი, მდოგვი და დაჭრილი ნიორი. წაუსვით ეს სოუსი ნეკნებს და მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ აირღუმელში 180 გრადუსზე. 40 წუთის შემდეგ ფრთხილად მოაშორეთ ფოლგა და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 20 წუთით. მზა კერძი გადმოიღეთ ლანგარზე. გააფორმეთ დაჭრილი ლიმონითა და როზმარინის ღერებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა