კულინარია

ღორის ნეკნები თაფლისა და მდოგვის სოუსით

№49

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.12, 2023 წელი

ღორის ნეკნები
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი ღორის ნეკნები

🔸 0,5 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი

🔸 1,5 ჩაის კოვზი მარილი

🔸 3-4 ღერი როზმარინი

🔸 1 ცალი ლიმონი

🔸 1 სადილის კოვზი მდოგვი

🔸 2 სადილის კოვზი თაფლი

🔸 2 კბილი ნიორი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნეკნებს ყველა მხრიდან კარგად წაუსვით მარილი და დაფქული შავი პილპილი. ერთმანეთს შეურიეთ თაფლი, მდოგვი და დანაყული ნიორი. სოუსი ფუნჯით გადაუსვით ნეკნებს. მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, დააფარეთ ფოლგა და შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ფრთხილად მოაშორეთ ფოლგა და გააგრძელეთ მომზადება კიდევ 20 წუთის განმავლობაში. შემწვარი ნეკნები დადეთ თეფშზე, მოალაგეთ ლიმონის ნაჭრები და როზმარინი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა